|
2020-06-30 12:51:11, 2806 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი - ვფიქრობ, ვიღაც შეეცადა კვალი აერია ხალხისა და გამოძიებისთვის
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის, გიორგი ყიფშიძის განცხადებით, საქმეში თვითმკვლელობის ვერსია კატეგორიულად გამორიცხულია. ადვოკატის თქმით, შესაძლოა, ვიღაც ხალხისა და გამოძიებისთვის კვალის არევას შეეცადა. „იმდენი კითხვის ნიშანია, თვითმკვლელობის ვერსია კატეგორიულად გამოვრიცხე, რადგან საქმიდან გამომდინარე არანაირი ზოგადი მინიშნება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. მკვლელობის ვერსიისთვისაც იმდენად ბუნდოვანია ეს ყველაფერი, რომ ჩემი აზრით, რაღაცის დამალვის ვერსიები უფრო მეტია ამ ბიჭის გარდაცვალების საქმეში, ვიდრე მისი მოკვლის და შემდეგ მისი გადაგდების. მე ასე ვფიქრობ, რადგან სადღაც 6 წუთი იკარგება ვიდეო კადრებში. რეალურად 6-7 წუთში მოკვლა, გადამალვა, ჩანთის დადება და ყველაფრის ასე დალაგება წარმოუდგენელია, თან ამ პატარა, საერთოდ გამოუცდელი ბავშვებისაგან. როგორი რაგბისტიც არ უნდა იყო, საკმაოდ ფენომენალური გამოცდილება უნდა გქონდეს, რომ ასე ყველაფერი განახორციელო, დაალაგო და მთელ საქართველოს თვალი აუხვიო. მე უფრო ვხედავ ასეთ ვერსიას, რომ იმ პერიდში, როდესაც ეს ახალგაზრდა არ ჩანს შესაძლებელია, ვიღაც შეეცადა კვალი აერია სიტუაციისთვის, ხალხისთვის და გამოძიებისთვის. მე ამას უფრო ვუჭერ მხარს, რადგან ჩანთა თავისით ვერ შეხტებოდა სადღაც. ეწვი მეპარება, რომ შაქარაშვილმა ჩანთა თავისი ხელით იქ შემოდო“, - განაცხადა გიორგი ყიფშიძემ. შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. საქმეში თავიდანვე ჩაერთო პოლიცია და სამაშველო სამსახური. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავა და ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)