|
2020-06-29 17:03:05, 2822 ნახვა
ეკონომიკა
ვიოლა ფონ კრამონი - ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. სამწუხაროა, რომ ყველა არ მონაწილეობდა კენჭისყრაში
ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. სამწუხაროა, რომ ყველა არ მონაწილეობდა კენჭისყრაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ფონ კრამონი მხარეებს გარკვეული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. „ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. სამწუხაროა, რომ ყველა არ მონაწილეობდა კენჭისყრაში. ამ მიღწევამ უნდა გახადოს მომავალი საპარლამენტო არჩევნები უფრო დემოკრატიული და სამართლიანი. ვიოლა ფონ კრამონი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს: მიიღონ ის საარჩევნო კოდექსი, რომელიც სრულად ასახავს ODIHR-ის რეკომენდაციებს, უზრუნველყონ წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდობიანი და თავისუფალი გარანტია, თავი შეიკავონ პოლარიზაციისა და ძალადობისკენ მიმავალი ქმედებებისგან, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსები და არ ისარგებლოს უსამართლო ფინანსური უპირატესობით“, - წერს ფონ კრამონი. შეგახსნებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)