22:18 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 12:41:56, 2303 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში, "მთავარი არხის" მეწილეს, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეში ორი მოწმის დაკითხვა და დაცვის მხარის მტკიცებულების განხილვაა დაგეგმილი. 
გიორგი რურუას ადვოკატის განცხადებით, ისინი დღეს შუამდგომლობის დაყენებას არ გეგმავენ, თუმცა პირველი შესაძლებლობისთანავე ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ.
"მოწმეთაგან ერთ-ერთი არის გამომძიებელი, სოსო ტვილდიანი, რომელიც შესული იყო რურუას საკანში და მან შეადგინა ყალბი საპროცესო დოკუმენტები, კერძოდ ამოღების ოქმი, სწორედ მან მიუთითა, რომ თითქოსდა დალუქა ნივთები საკანში, მაშინ როდესაც კადრში გამოჩნდა რომ ნივთები არ დალუქულა და უბრალოდ პარკში ჩაყარეს და გაიტანეს საკნიდან. საერთოდ არ შედგენილა ოქმი ადგილზე და გიორგისთვის ხელმოწერა არ შეუთავაზებიათ.
დღეს არ ვგეგმავთ შუამდგომლობის დაყენებას აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშრებით, ვინაიდან ჩვენ წინა სხდომაზე დავაყენეთ და მივიღეთ დაუსაბუთებელი უარი, თუმცა მოსალოდნელია თუ სასამართლო პროცესზე გამოიკვეთება რამე ახალი გარემოება ჩვენ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ და შუამდგომლობას დავაყენებთ", - განაცხადა, დიტო საძაგლიშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics