18:29 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-31 12:25:23, 1488 ნახვა

კომენტარი
დავით ბერძენიშვილი ოპოზიციის ბოიკოტზე: წასაგებ ბრძოლაში ზოგი არ შედის

„წასაგებ ბრძოლაში ზოგი შედის, ზოგი არ შედის“,-ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის წევრი  დავით ბერძენიშვილი არასაპარალამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიერ შუალედური  არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას.

ბერძენიშვილის თქმით, მიიღებდნენ თუ არა სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არჩვენებში მონაწილეობას სრულიად ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები ფავორიტები არიან.

„რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულებას შუალედური არჩევნების მიმართ სრულიად ნათელია, რომ მიიღებედნენ თუ არა სხვა პოლიტიკური პარტიების  წარმომადგენლები არჩევნებში მონაწილეობას კოალიციის კანდიდაები ფავორიტები არიან. ზოგი იღებს მონაწილებას არჩევნებში, ზოგი არა.  ეს მათი არჩევანია. წასაგებ ბრძოლაში ზოგი არ შედის, ზოგი შედის. თუმცა რესპუბლიკური პარტია რთულ ვითარებაშიც არ აცხადებდა ბოიკოტს და ასლან აბაშიძის მმართველობის   დროს სრულიად ჩაკეტილ, ავტორიტარულ რეჟიმში აჭარაში საკუთარ ამომრჩეველს არ ტოვებდა პოლიტიკური ორიენტირის გარეშე. ეს პოლიტიკის ელემენტარული წესია.  როცა არა აქვთ იმედი, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ რესურსებს არ ხარჯავენ.  თუმცა იქნება მცდელობა, „პატრიოტთა ალიანსი“ აცხდებს,  რომ გაგვიწიოს კონკურენცია.  ეს ძალიან საინტერესო არჩევნები იქნება. ორი სხვადასხვა ვექტორის მქონე პოლიტიკური ძალის კანდიდატებს შორის გააკეთებს ამომრჩეველი არჩევანს. ეს კონკურენცია კარგია. მე დარწმუნებული ვარ შესამჩნევი უპირატესობით დადასტურდება, რომ ქართველი ხალის არჩევანი არის ევროპული, ევროატლანტიკური  არჩევანი“,-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics