|
2020-06-26 22:29:31, 1803 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ოპოზიციას არ აწყობს ის ტემპი, რომელიც ხელისუფლებას აქვს აღებული
„ოპოზიციას არ აწყობს ის ტემპი, რომელიც აღებული აქვს ხელისუფლებას“ , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობს. „მთავარი ხაზი, რაც გასდევდა პრემიერ-მინისტრის მოხსენებას, ორი თემაა. პირველი ისაა, რომ საქართველოზე მზრუნველი მთავრობა არ ფიქრობს იმაზე, რომ რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს იმისაგან, რასაც ახლა აკეთებს, რადგან სიტუაცია მართლაც რთულია ჯანდაცვის მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით და არავის უთქვამს, რომ არ არსებობს პრობლემა და არ არსებობენ რეალური ადამიანები, რომელთაც ჩვენგან დახმარების ხელი სჭირდებათ. ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი იდეა არის ის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა განვითარდეს ისტორიული პროცესი, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ჩვენმა შვილებმა ერთ სკოლაში, ერთ საბავშვო ბაღში უნდა იარონ და ერთ სამშობლოში უნდა იცხოვრონ. ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ ოპოზიციამაც დაინახა და მათი გამწარება ამითაა გამოწვეული. ვისაც უტევდნენ - ბიძინა ივანიშვილს, ის არ პასუხობდა იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავინახოთ ყველამ, რომ ამას არა პასუხები და რიტორიკა, არამედ საქმე სჭირდება. ყველაზე კარგი პასუხი იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ თავიდანვე შევუდექით და ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩამოყალიბდა მართვის სისტემა, რომელიც დღეს ძალიან რთულ პირობებში ხელმძღვანელობს საქართველოს. პრემიერ-მინისტრი თავის ადგილზეა, განაგებს, კომპეტენტურია და სისტემა არის ჩამოყალიბებული. დამისახელეთ რომელიმე დარგი, რომელსაც ფეხი აერია ამ ურთულეს სიტუაციაში. ახლა მიადგნენ უშიშროებას", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)