|
2020-06-26 17:25:23, 2904 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი - ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად მოკლე ვადებში დავუბრუნდეთ განვითარების იმ ტემპებს, რომელიც გვქონდა 2019 წლის ბოლოსთვის
ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად მოკლე ვადებში დავუბრუნდეთ განვითარების იმ ტემპებს, რომლებიც გვქონდა 2019 წლის ბოლოსთვის - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მედიასთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წლიური გაოსვლის კომენტირებისას. როგორც მან აღნიშნა პრემიერმა ამომწურავი ანგარიში წარმოადგინა. „გადამწყვეტი მომენტი ანგარიშში არის ის, რომ 2019 წლის ეკონომიკური პარამეტრები იყო ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ზოგჯერ აცხადებენ, რომ 5,1%-იანი ზრდა არ არის საკმარისი და ყოფილა 7 ან 8, პროცენტიანი ზრდაც, მაგრამ ცალკე, ერთი პარამეტრით არასდროს არ ფასდება ეკონომიკა. ჩვენ უნდა ავიღოთ ჯამურად რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრი, როგორიც არის პირველ რიგში, ეკონომკიური ზრდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, შემდეგ ის პროექტები და ის ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს, ასევე მნიშვნელოვანია საბიუჯეტო დეფიციტის ოდენობა. აი ასეთი პარამეტრებით, რომ შევხედავთ 2019 წელს, ეს იყო ძალიან ოპტიმალური წელი. დაახლოებით ამ ტემპით ჩვენ, რომ შევძლოთ 7 ან 8 წელი ზედიზედ ზრდა, დამერწმუნეთ, რომ თვისობრივად სხვა ქვეყანას მივიღებთ“ -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, სამწუხაროდ, გლობალური პანდემიის გამო ზრდის ტემპი 2020 წელს შენელდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. „ამიტომ, ახლა ჩვენ გვაქვს ორი მთავარი გამოწვევა: პირველი, რა პრობლემებიც გვიდგას არის ის, რომ მაქსიმალურად შევეხიდოთ ადამიანებს და ასევე კერძო სექტორს. მეორე 2021 წლიდან და შემდგომ წლებში მაქსიმალურად მოკლე ვადებში, დავუბრუნდეთ განვითარების იმ ტემპებს, იმ მაჩვენებლებს, რომლებიც გვქონდა 2019 წლის ბოლოსთვის. აი ეს არის ახლა ყველაზე გადამწყვეტი ეკონომიკის კუთხით“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)