|
2020-06-26 16:34:58, 2591 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: პანდემიის გამო, ღვინის სექტორს, გაყიდვებთან დაკავშირებით, გარკვეული სირთულეები აქვს
პანდემიის გამო, ღვინის სექტორს, გაყიდვებთან დაკავშირებით, გარკვეული სირთულეები აქვს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლიოს მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრმა კომენტარი ჟურნალისტებთან პარლამენტში გააკეთა, სადაც საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის საქმიანობის 2019-2020 წლის ანგარიშს წარადგენს. „ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან, მეწარმეებთან, მევენახეებთან. ჩვენ ვიცით, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებს, მათ შორის, ღვინის სექტორს, გაყიდვებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები აქვს. საექსპორტო გაყიდვები ზოგიერთ ბაზარზე შემცირებულია. ჰორეკას სექტორი - სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სადაც პირდაპირ, უშუალოდ მიეწოდება პროდუქტი, პანდემიიდან გამომდინარე, ფაქტობრივად დაკეტილი იყო როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ისე ჩვენ სამეზობლოში. ეს ფაქტორი აისახა ღვინის გაყიდვებზე. ჩვენი გაყიდვები, წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 10-15%-ით შემცირდა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომენტარი ჟურნალისტებთან პარლამენტში გააკეთა, სადაც საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის საქმიანობის 2019-2020 წლის ანგარიშს წარადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)