05:13 - 05 Jul, 2026
|
2020-06-22 11:46:06, 5067 ნახვა
მსოფლიო
ჰააგაში, კარანტინის საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციამ 400-მდე დემონსტრანტი დააკავა
ჰააგის პოლიციამ, COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციაზე 400-მდე დემონსტრანტი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აქციის მონაწილეები ქვეყანაში დაწესებული სოციალური დისტანცირების შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდნენ. ადამიანების დაკავება პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას მოჰყვა, რომლებიც აქტივისტებს ადგილის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. ჰააგის მერის, იოჰან რემკესის განცხადებით, „აქციას არაფერი ჰქონია საერთო პროტესტთან ან სიტყვის თავისუფლებასთან. ეს ჯგუფი მიზანმიმართულად ცდილობდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას“. ჰააგის პოლიციის განცხადებით, დაკავებულ დემონსტრანტთა დიდი ნაწილი უკვე გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)