18:42 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 20:40:28, 1523 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - მივმართავ გავრილოვს, კადიროვს და პუტინს - ბოდიშის მოხდა კი არა, დაჩოქება მოგიწევთ ჩვენ წინაშე

მივმართავ გავრილოვს, კადიროვს და პუტინს - ბოდიშის მოხდა კი არა, დაჩოქება მოგიწევთ ჩვენ წინაშე, - ამის შერსახებ „ნაციონალრუი მოძროაბის“ ერთ-ერთმა წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისი არის „ქართული ოცნების“ სირცხვილის დღე, რომელსაც ვერ მოწმინდავენ. ამასთანავე, 20 ივნისი არის ქართული ერთობის და ღირსების დღე. ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ.

„რაც არ უნდა ბევრი დრო გავიდეს, ეს დღე ჩვენი თვალებიდან, მეხსიერებიდან და გულებიდან არ ამოიშლება. ყოველთვის გვემახსოვრება და მოვითხოვთ პასუხს. 20 ივნისი არის ტკივილის დღე, იმიტომ რომ ეს ადამიანები დღევანდელ დღეს საშინლად დაზარალდნენ. არ შენიძლია არ ვახსენო კობა ლეთოდიანი, რომელმაც ერთ თვალზე მხედველობა აფხაზეთის ომში დაკარგა და მეორეთი აქ, ქართველი პოლიციელების გამო. დღევანდელი მთავრობის კვალია და ვერასდროს ვერ წაიშლება. 20 ივნისი არის „ქართული ოცნების“ სირცხვილის დღე, რომელსაც ვერ მოწმინდავენ. ამასთანავე, 20 ივნისი არის ქართული ერთობის და ღირსების დღე. ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ. მინდა მივმართო გავრილოვს, კადიროვს და პუტინს - ბოდიშის მოხდა კი არა, დაჩოქება მოგიწევთ ჩვენ წინაშე“, - განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics