01:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 19:58:51, 1789 ნახვა

კომენტარი
დიღმელაშვილი - გახარიამ, შს მინისტრად ყოფნისას, მის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული რაზმები ვერ გააკონტროლა

სამოქალაქო აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შს მინისტრად ყოფნისას, მის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული რაზმები ვერ გააკონტროლა.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული აქვთ მოძალადეებს და გადაცხრილული მოქალაქეები არიან სტატუსის გარეშე.

„ჩვენი მესამე მოთხოვნა, გახარიას გადადგომა რაც იყო, იმ ადამიანის, რომელიც უფრო დიდ პრობლემად მიიჩნევს, რომ სპონტანური დეცენტრალიზებული აქციის თითოეული წევრის აგრესია ვერ გაკონტროლდა, მაგრამ პრობლემად არ მიიჩნევს იმას, რომ მკაცრად სუბორდინირებული მის ქვეშ მყოფი შეიარაღებული რაზმების თითოეული საქციელი ვერ გაკონტროლდა და ახლა დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული აქვთ მოძალადეებს და გადაცხრილული მოქალაქეები არიან სტატუსის გარეშე. თითქოს აქ არაფერი მომხდარიყო, თითქოს აქ მათი სისხლი არ დაღვრილა. აი ამასაც ბოლომდე მივიყვანთ და ამასაც არ გაპატიებთ, თუ მაშინ არ გადადექით ეს თქვენი გადადგომა არჩევნებით გაფორმდება უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics