|
2020-06-17 17:08:05, 1524 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სტარტაპერებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სხვადასხვა საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულ სტარტაპერებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ახალი ინოვაციიური იდეები, კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში იზოლაციის პირობებში შექმნილი პროდუქტები, მათ წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები გააცნეს. „კოვიდ 19 რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევაა მსოფლიოსთვის, თუმცა, ეს გამოწვევა ჩვენი სტარტაპერებისთვის, ინოვატორებისთვის, კრეატიული ადამიანებისთვის გახდა ახალი შესაძლებლობა, რომ საინტერესო იდეებით შემოსულიყვნენ და ამ იდეებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ექნება მხარდაჭერა“, - აღნიშნა ნათია თურნავა შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, ძალიან ბევრი საინტერესო გამოგონება შეიქმნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის არის როგორც სამედიცინო ტექნოლოგიები, ასევე, იზოლაციის პირობებში ადამიანების ყოფის გაუმჯობესებისკენ და მეტი კომფორტის შეთავაზებისკენ მიმართული გამოგონებები, ასევე ისეთი სხვადასხვა გამოწვევის ზემოქმედების შერბილებისკენ მიმართული სტარტაპები, როგორიც არის რიგების პრობლემა, უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვის თემა და ა.შ.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)