|
2020-06-17 16:57:27, 1201 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ქართული სენი გახდა, რომ გამოძიების დეტალებზე შეკითხვებს პოლიტიკოსებს უსვამენ
ქართული სენი გახდა, რომ გამოძიების დეტალებზე შეკითხვებს პოლიტიკოსებს უსვამენ, - ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. აღნიშნული კომენტარი მდინარაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს ჟურნლაისტებმა გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეზე კითხვა დაუსვეს. ჟურნალისტებს ელჩმა უპასუხა, რომ გამოძიეიბს შესახებ დეტალებს არ ფლობს. „ამ თემას ჩვენ არ შევხებივართ. როგორც ჩანს, ამის შესახებ მას დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდა ელჩს და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. მივეჩვიეთ, რომ საქართველოში პოლიტიკოსებს გვისვამთ შეკითხვებს, რაზე პასუხიც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელსაც გაუჭირდება, თუ უშუალოდ არ არის საქმის გამოძიებაში ჩართული. ეს ქართული სენი გახდა, რომ გამოძიების დეტალებზე შეკითხვებს პოლიტიკოსებს უსვამენ და ხშირად არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ამ კითხვებზე დეტალურ ვერსიებს განიხილავენ ხოლმე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით სუს-მა ფაქტი დაადასტურა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)