|
2020-06-17 12:29:37, 1440 ნახვა
რეგიონი
გურჯაანში ატმის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის
გურჯაანში ატმის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა სოფელ ჩუმლაყში, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მოწყობილი ხილის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი დაათვალიერეს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხილის სადისტრიბუციო ბაზარში სპეციალური წესები მოქმედებს. ბაზრის ტერიტორიაზე შესვლამდე ყველა სატრანსპორტო საშუალებას უტარდება დეზინფექცია, მძღოლები და ფერმერები კი, თერმოსკრინინგს გადიან. სოლომონ პავლიაშვილი და არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ჩუმლაყში ხუთ სამაცივრე მეურნეობაში იმყოფებოდნენ, მათ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს და მოსავლის დაბინავების მზადყოფნის შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ხილის წარმოებაში ჩაერთვება 20 სამაცივრე მეურნეობა, რომელთა ნაწილმა ახალი ე.წ. „შოკური გაყინვის“ მეთოდი დანერგა. რაც ხილის 5-6 თვით შენახვის საშუალებას იძლევა. წელს კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის ოდენობა 35 ათასი ტონაა. მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საორგანიზაციო შტაბი გურჯაანში ფუნქციონირებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)