|
2020-06-13 16:16:54, 1863 ნახვა
მსოფლიო
იტალიის პრემიერი კორონავირუსის ეპიდემიის საკითხთან დაკავშირებით დაკითხეს
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ლომბარდიის პროკურორმა კორონავირუსის პანდემიის საკითხთან დაკავშირებით დაკითხა, - ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრი კიჯის სასახლეში დაკითხეს, როგორც „ინფორმირებული პირი“. როგორც პრემიერ-მინისტრმა დაკითხვამდე განაცხადა, ის აპირებდა ესაუბრა ყველაფერზე, რაც იცოდა. „მოსახლეობის უფლებაა იცოდეს ყველფერი, ჩვენ კი გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ვუპასუხოთ თითოეული მოქალაქის შეკითხვას“ - აღნიშნა პრემიერმა. ცნობითვის, სამართალდამცველებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც კორონავირუსით დაღუპული ადამიანების ახლობლების მხრიდან პროკურატურაში შედიოდა საჩივრები. მოქალაქეები ქვეყნის მთავრობას კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად რეგიონის ორ ქალაქში, ალზანოსა და ნემროში, საკარანტინო რეჟიმის დაგვიანებით დაწესებაში ადანაშაულებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)