03:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-13 12:57:30, 1751 ნახვა

კომენტარი
გახარია - მე ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში

მე ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში, შესაბამისად ვერავინ, ვერასოდეს ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაცა 2012 წლის შემდეგ შევიძინე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, ქონებრივი დეკლარაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას საქართველოში 2012 წლის შემდეგ, ერთი ავტომანქანის გარდა, უძრავ-მოძრავი ქონება არ შეუძენია.

„ჩემს დეკლარაციაში ყველაფერი არის დეტალურად, თქვენ შეგიძლიათ ბევრი სპეკულაციები მოიყვანოთ, მაგრამ ამის უკან არაფერი არ არის. ვინმეს, რაიმე კონკრეტული ფაქტი თუ გაქვთ მოიტანეთ. რეალურად ეს ყველაფერი ჭორაობა. ოპოზიცია ახლა ბევრ რაღაცას ამბობს. რეალურად, სამწუხაროდ, შევედით საარჩევნო ციკლში და სხვა საერთოდ არაფერი შინაარსობრივი პოლიტიკური რომ არ არის, ახლა ამას მოსდევენ...

მე საქართველოში 2012 წლის შემდეგ არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ შემიძენია, ერთად-ერთი მანქანის გარდა, რომელიც შევუძინე ჩემს მეუღლეს. ახლა მე ერთი რამე მინდა გითხრათ მე ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში, შესაბამისად ვერავინ, ვერასოდეს ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაცა 2012 წლის შემდეგ შევიძინე. ასევე, მაგალითად ჩემმა მშობლებმა გაასხვისეს, რაღაც უძრავი ქონება კახეთში, იქ სხვა ადამიანი იყო შემძენი. უხერხულია როცა იყიდი ეს არის პრობლემა, როცა გაყიდი მერე ის ხდება პრობლემა. სადმე რაიმე კანონდარღვევა თუ არის მოიტანეთ ფაქტები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics