|
2020-06-12 14:36:59, 2188 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ნატოსთან და ევროკავშირთან სტრატეგიული თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი სამინისტროს განვითარების ერთ-ერთ ქვაკუთხედს
„ნატოსთან და ევროკავშირთან სტრატეგიული თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი სამინისტროს განვითარების ერთ-ერთ ქვაკუთხედს", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო რეგიონში ნატოს ყველაზე სანდო მოკავშირეა. "ჩვენი ჯარისკაცების დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ ვაგრძელებთ ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას", - განაცხადა მინისტრმა. ღარიბაშვილის განცხადებით, ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. „დოკუმენტის ყველა ინიციატივა მიმართულია ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისა და საქართველოს უსაფრთხოების სექტორის განმტკიცებისაკენ. დოკუმენტი წარმოადგენს ერთ-ერთ მძლავრ პრაქტიკულ მექანიზმს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება დაუთმო ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. „საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს უსაფრთხოების მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)