03:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 15:31:52, 2380 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია - რას ერჩის ირაკლი კობახიძე ძროხას, იმაზე მეტად სასარგებლო ცხოველია, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი

მიკვირს, ირაკლი კობახიძე რას ერჩის ძროხას, რომელიც ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის, იმაზე უფრო სასარგებლოც, ვიდრე ზოგიერი პოლიტიკოსი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, არ ღირს შეყოლა დაბალი დონის პოლიტიკოსებთან, რადგან, მაშინ იმ დონემდე უნდა დახვიდე.

„მიკვირს, ირაკლი კობახიძე რას ერჩის ძროხას, რომელიც ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის და იმაზე უფრო სასარგებლოც, ვიდრე ზოგიერთი პილიტიკოსი და მათ შორის, განცხადების ავტორი. ეს იქნება კობახიძე თუ ოხანაშვილი, რომელსაც ბოლო პერიოდში ნერვებმა უმტყუნა, ბოლო დღეების განმავლობაში მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები ლანძღვა-გინებამდე დავიდა. როცა არგუმენტები ხელიდან გეცლება და ლექსიკონში შესაბამისი სიტყვები არ გყოფნის ემოცია გამოხატო, უკვე ილანძღები. ეს უკვე მდარე ხარისხისა და დაბალი დონის პოლიტიკოსად წარმოგაჩენს, რაშიც შეყოლა არ ღირს, რადგან მაშინ, იმ დონემდე უნდა დახვიდე. ამიტომ, დარჩენენ იმ ჭაობში, სადაც არიან. მგონი, ამას ალბათ ამომრჩეველი 31 ოქტომბერს უპასუხებს. ამას რა იწვევს? – ერთადერთი ახსნა მაქვს. ყველა ეპრანჭება და ეკეკლუცება ბიძინა ივანიშვილს. ვინც უფრო უზრდელად, უხეშად და აგრესიულად მოიქცევა ოპოზიციის მიმართ ჰგონიათ, რომ ამით მის შექებას დაიმსახურებენ, რადგან ელოდებიან საარჩევნო სიას და ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ მოხვდება სიაში. ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კი, კომიტეტის თავმჯდომარეა და მოქალაქეს სტანდარტს უნდა აჩვენებდნენ და როცა ასეთი ლექსიკით მეტყველებენ, ამას ერთდერთი სამიზნე ჰყავს. ბიძინა ივანიშვილს ეს რომ არ მოსწონდეს, ძალიან მარტივად გააჩუმებდა, ამას როგორც ახერხებდა ადრე, როცა მე ამას ვუყურებდი. როდესაც რამე არ მოსწონდა, ერთსაც და მეორესაც ძალიან იოლად აჩუმებდა. როგორც ჩანს, ეს მოსწონს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics