06:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 12:48:38, 1916 ნახვა

კომენტარი
ბესელია კობახიძეზე - რადგან ვერ ვეწევით მის ფართო დიაპაზონს კომენტარებში, უმჯობესია შევხედოთ იუმორით

მის ადგილას ასე ირონიულად არ შევხედავდი, - ასე აფასებს პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, კობახიძის უპასუხისმგებლობამ და მისმა გაუზრებელმა ქმედებამ, 20 ივნისს პარლამენტი მართლაც „ცეცხლის ალში გაახვია“.

„რადგან ვერ ვეწევით მის ფართო დიაპაზონს, რომელსაც ის კომენტარებში გამოხატავს, ალბათ, უმჯობესია შევხედოთ ამას იუმორით. 20 ივნისზე სერიოზულად რომ ვისაუბრო, არ შევხედავდი მის ადგილას ასე ირონიულად, რადგან ეს არის ის დღე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის უპასუხისმგებლობამ და მისმა გაუზრებელმა ქმედებამ პარლამენტი მართლაც „ცეცხლის ალში გაახვია“. კინაღამ ქვეყანაში გამოიწვია უმძიმესი პოლიტიკური რყევები. ამ პასუხისმგებლობას ერთი წლის თავზე ხელისუფლება უნდა იაზრებდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „200 „ნაციონალის“ შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით. გარკვეულ სოციალურ დისტანციას ალბათ, დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics