05:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 14:41:10, 1985 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: ვამაყობ, რომ აჭარაში არ გვაქვს გაჩერებული პროექტები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს უმაღლეს საბჭოში ანგარიშით წარსდგა.

თორნიკე რიჟვაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც მთელ საქართველოში არსებობდა კორონავირუსის პანდემიის გამო, რეგიონში არც ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა.

მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა რეგიონში სამი ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობას და ამ პრექტების მიმდინარეობის დინამიურობას.

„ვამაყობ რომ არ გვაქვს გაჩერებული პროექტები მიუხედავად პანდემიისა. ჩვენ არ გაგვიჩერებია იმ სამი ქალაქის მშენებლობა, რომელიც დავიწყეთ დაახლოებით ერთი წლის წინ.

ეს არის განათლების და მეცნიერების ქალაქი, რომელსაც, იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს დავასრულებთ.

ასევე, იცით, რომ ოცნების ქალაქის მშენებლობა დავიწყეთ თებერვლის თვეში და არც ერთი დღით არ გაჩერებულა მშენებლობა. პირველ ეტაპზე 580 ოჯახი დაკმაყოფილდება.  ამის პარალელურად, მიმდინარეობდა მუშაობა კრიტერიუმებზე და პროცესის დასრულების შემდეგ ეს ინფორმაცია გახდება ყველასთვის ცნობილი.

მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანია კერძო საინვესიტიციო პროექტი, „მწვანე ქალაქი" ქობულეთში, ყველა სანებართვო პროცედურა უკვე გავლილია და ამ ზაფხულში ძალიან მასშტაბურად დავიწყებთ სამუშაოებს. ეს პროექტი იქნება უპრეცედენტო როგორც ინვესტიციების მოცულობით, ასევე დატვირთვით და ტურისტული მნიშვნელობით", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics