14:24 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 11:40:25, 2519 ნახვა

რეგიონი
სოფელ გრაკლის საბავშო ბაღის მშენებლობა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში  საბავშო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლამდელი დაწესებულება აღსაზრდელთა ერთ ჯგუფზე შენდება,  აღიჭურვება  საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ასევე  უზრუნველყოფილი იქნება ცენტრალური გათბობით, ვენტილაციის სისტემით, წყალმომარაგებითა და სახანძრო სიგნალიზაციით.  გამწვანდება საბავშო ბაღის ეზო და  საბავშო მოედანზე მოეწყობა გასართობი საშუალებები.

ბაღის  მშენებლობა მნიშვნელოვანია, რადგან არსებული დღემდე ნაქირავებ   შენობაშია განთავსებული და  პირობები დღევანდელ მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებს. მუნიციპალიტეტის მერიამ   სოფელში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობის აშენების გადაწყვეტილება მიიღო.

 სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ხარისხი 2“ ახორციელებს, რომელზეც 474896 ლარი დაიხარჯება. მუნიციპალიტეტისთვის სკოლამდელ დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნა   ერთერთი პრიორიტეტია. ახალი საბაშო ბაღები შენდება სოფელ იგოეთსა და სადგურ მეტეხის დასახლებაშიც  - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა სამშენებლო სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics