05:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-06 13:25:16, 3312 ნახვა

კომენტარი
კალაძე ვარკეთილში მომხდარ ინციდენტზე - არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გუშინ, ვარკეთილის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

მერის განმარტებით, იქ იყვნენ პროვოკატორები, რომლებსაც ჰქონდათ ღონისძიების ჩაშლის მცდელობა, თუმცა არ გამოუვიდათ.

„არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი, ძალიან კარგად ვიცი რა ჩანს კადრებში, მაქვს ორი თვალი, შესაბამისად ყველანი ვხედავთ, რომ არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, იყო ორი პროვოკატორი, რომლებსაც ჰქონდათ მცდელობა არეულობა შემოეტანათ და ჩაეშალათ მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულების, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ.

როგორც მათ ჩვევიათ, ორი პროვოკატორი იყო მოსული, მათ ჰქონდათ პროვოკაციის მოწყობის მცდელობა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ", - განაცხადა კალაძემ.

კალაძე გამოეხმაურა ასევე, მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს და აღნიშნა, რომ თუ შსს ჩათვლის, რომ იქ იყო ძალადობრივი ქმედება, მაშინ გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ეს მათი უფლებაა, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება, რა თქმა უნდა გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა ასეთი ფაქტი არ ყოფილა", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics