|
2020-06-06 12:45:47, 4457 ნახვა
მსოფლიო
ჯასტინ ტრუდომ რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაიჩოქა
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ რასიზმის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, ოტავაში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, ტრიუდომ მომიტინგეებთან ერთად, სოლიდარობის ნიშნად სამჯერ დაიჩოქა. აქციის რამდენიმე მონაწილე ტრიუდოს სოლიდარობის ასეთი ჟესტისთვის მადლობას უხდიდა. დემონსტრანტები კი სკანდირებდენ: „აღუდექით ტრამპს“. რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებმა ტრიუდოს ჰკითხეს, რას ფიქრობს დონალდ ტრამპის გეგმაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ჯარისკაცების გამოყენების შესახებ. კანადის პრემიერი 20 წამის განმავლობაში ჩუმად იყო, შემდეგ კი განაცხადა, რომ კანადელები აშშ-ში მოვლენათა განვითარებას შიშით აკვირდებიან. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)