14:39 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 17:29:36, 2990 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები, ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს, რომ სახელმწიფოს სამსახურში მოსვლისას შემოსავალი აკლდება

რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფოს სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ქონებრივი დეკლარაცია დეტალურად შევსებულია.

„ქონებრივი დეკლარაცია, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შევსებულია დეტალურად და იქ არის ყველაფერი დაცული. რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება. რა გინდათ, მოგიყვეთ ჩემს წინა ცხოვრებაში შემოსავლები რამდენი მქონდა?" - აღნიშნა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაღარიბდა თუ არა 2015 წლის შემდეგ, გახარიამ დადებითი პასუხი გასცა.

„ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი, იმიტომ, რომ ვემსახურები ამ ქვეყანას. მოსახლეობა არ გაღარიბებულა. მოსახლეობას უჭირს, რა თქმა უნდა, და ამას არავინ უარყოფს. არ არის მორალური, როცა ასეთ კითხვას ღიმილით სვამთ, ესეც ამორალურია. გულწრფელად გეუბნებით ყველანაირი პირადულის გარეშე, რადგან სპეკულირება მოსახლეობის სიღარიბით ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics