|
2020-06-03 12:34:04, 4344 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში, საპროტესტო აქციებისა და არეულობების შედეგად მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში, პროტესტებისა და არეულობის დროს, რომელიც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით არის გამოწვეული, მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა - აღნიშნულ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაღუპულები არიან ჩიკაგოში (ილინოისი), დეტროიტში (მიჩიგანი), ომაჰაში (ნებრასკა), დავენპორტში (აიოვა), ოკლენდში (კალიფორნია) და ლუისვილში (კენტუკი). დაღუპულთა უმეტესობა აფროამერიკელია. Associated Press-ის უახლესი შეფასებით, შეერთებულ შტატებში, ბოლო 4 დღის განმავლობაში დაახლოებით 4.4 ათასი ადამიანი დააკავეს საპროტესტო აქციების და არეულობების დროს. კერძოდ, მათ ბრალი წაუყენეს ძარცვისთვის, კომენდანტის წესების დარღვევისთვის, გზების გადაკეტვისთვის. არეულობებთან დაკავშირებით, კომენდანტის საათი დაწესდა აშშ-ს დაახლოებით 40 ქალაქში, მათ შორის ვაშინგტონში, ლოს ანჯელესსა და ნიუ იორკში. მაგრამ მიუხედავად კომენდატის საათისა, პროტესტანტები არ აპირებენ ქუჩების დატოვებას. ისინი აცხადებენ, რომ არ მისცემენ საშუალებას პრეზიდენტ ტრამპს, რომ დაამახინჯოს ამერიკელი ხალხის დემოკრატია. მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)