|
2020-06-02 18:00:14, 1412 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმდება, არჩევნებს 30 ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ
თუ ოპოზიცია შეთანხმდება საერთო კანდიდატებზე, არჩევნებს 30 ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან საარცევნო კუთხით მიღწეული შეთანხმება მმართველი გუნდისთვის უპირატესობის მომტანი იქნება. „რაც შეეხება მაჟორიტარებს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება საერთო კანდიდატებზე, ეს ჩვენთვის იქნება მომგებიანი, რადგან ასეთ შემთხვევაში, 30 ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს. აქედან გამომდინარე, თუ შეთანხმდებიან საარჩევნო კუთხით, ეს იქნება ჩვენთვის უპირატესობის მომტანი. ვგულშემატკივრობთ მათ, დაასახელონ ერთიანი კანდიდატები. ეს დაადასტურა იგივე 2019 წლის შუალედურმა არჩევნებმა. მათ დაასახელეს ერთიანი კანდიდატები რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებში და ხუთ შემთხვევაში, ერთი გამონაკლისი მთაწმინდა იყო, იქ დაგვჭირდა მეორე ტური, სხვა შემთხვევებში პირველივე ტურში გავიმარჯვეთ არჩევნებში. აქედან გამომდინარე, თუ შეთანხმდებიან, ეს იქნება ჩვენთვის გარანტი, რომ პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც მეორედ იყო გასამართლებული რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის 9 თვის შემდეგ გათავისუფლდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)