08:57 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 16:18:32, 4060 ნახვა

რეგიონი
სოფელ ხოვლში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ხოვლეს  საჯარო სკოლის მეორე ფლიგელის მშენებლობა,  კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერა. 

შენობა  300 მოსწავლეზეა გათვლილი  და თანამედროვე სტანდარტების დაცვით შენდება. არსებული სკოლის შენობას დაემატება 12 საკლასო ოთახი, კლასკაბინეტები, დახურული სპორტული დარბაზი და  ღია მინი  სპორტული მოედანი, ცენტრალური გათბობა, ლიფტი, ასევე შემოიღობება და კეთილმოეწყობა სკოლის ტერიტორია.

საკლასო ოთახების უკმარისობის გამო სკოლაში სწავლება დღემდე ორ ცვლაში მიმდინარეობს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსწავლეები ერთ ცვლაში ისწავლიან. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალიტეტში პრიორიტეტულია. ახალი სკოლების მშენებლობა სოფელ კოდისწყაროში,  წინარეხსა და ქვემო გომშიც მიმდინარეობს.  ხოვლეს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებს  სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს. მშენებლობაზე 3 030 000 ლარი იხარჯება, - აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics