|
2020-05-31 14:32:57, 1588 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს ელჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს პოლიციის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა. ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს ქართული პოლიციის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დანაყოფებისთვის პერსონალური დაცვის აღჭურვილობის გადაცემისთვის. თავის მხრივ, კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში ქართველი სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებებისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადებები რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრთან დაკავშირებით და უკანასკნელ პერიოდში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქართული სოფლების მიმდებარე ტერიტორიებზე განახლებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები.
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)