|
2020-05-29 14:56:48, 1393 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს
ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით კითხვებზე-პასუხისას განაცხადა. გახარიას თქმით, პრობლემაა, როდესაც ხელისუფლება მოქალაქეების სიცოცხლისთვის იბრძვის, ოპოზიცია სპეკულირებს და პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. „სამწუხაროდ, პრობლემა ის გახლავთ, რომ როცა ჩვენ ჩვენი მოქლაქეების სიცოცხლისთვის ვიბრძვით და ვიბრძვით იმისთვის, რომ ადამიანებს ოჯახში მისატანი შემოსავალი შევუნარჩუნოთ, მაშინ სპეკულირებენ და პოლიტიკური ქულების და დივიდენტების აკრეფას ცდილობენ გაჭირვებაზე, ადამიანების სიღარიბეზე. მე ძალიან კარგად მესმის ის, რასაც დღეს ჩვენ ვახერხებთ ჩვენი შეზღუდული რესურსებით, მივეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, საკმარისზე, საჭიროზე ნაკლებია, მაგრამ ყველას კარგად უნდ გვახსოვდეს, რომ ის რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, იყო მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე და ადამიანზე ზრუნვით. ყველა ის პროგრამა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობამ წარადგინა, ნიშნავს ფერმერზე ზრუნვას, ნიშნავს მასწავლებელზე ზრუნვას, ნიშნავს პოლიციელზე ზრუნვას და ნიშნავს საბოლოო ჯამში ჩვენს მოქლაქეებზე ზრუნვას. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენს ოპოზიციას უბრალოდ კომპეტენცია არ ჰყოფნის. ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს“, - განაცხადა გახარიამ.
ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)