10:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 15:32:24, 1067 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე - დღეს პარლამენტში დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას

დღეს ოპოზიციამ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას.

აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ჯარიმები არის აბსოლუტურად უსამართლო და უნდა მოხდეს მათი ჩამოწერა.

„დღეს ჩვენ პარლამენტში დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ამ ჯარიმების ჩამოწერას საქართველოს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა იქნება, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ეს კანონპროეტი გავიტანოთ ჯერ ბიუროზე, შემდეგ კომიტეტებზე და ამაზე მოეწყოს დისკუსია და საბოლოოდ პარლამენტმა გადაწყვიტოს ამ ადამიანებისთვის ამ ჯარიმების გადახდევინება არის თუ არა სამართლიანი ჩვენ მიგვაჩნია რომ არის აბსოლუტურად უსამართლო, მით უმეტეს იმიტომ, რომ შერჩევითად ხდებოდა მისი გამოწერა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics