11:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 18:20:35, 1217 ნახვა

კომენტარი
იტალიის პრეზიდენტი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„პირადად ჩემი და იტალიელი ხალხის სახელით, მეძლევა სასიამოვნო შესაძლებლობა, გულითადად მოგილოცოთ თქვენ და საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

როგორც ჩვენი ბოლოდროინდელი სატელეფონო საუბრისას აღვნიშნეთ, თბილისსა და რომს შორის არსებული მყარი მეგობრობა და ის მჭიდრო ურთიერთკავშირები, რომლებიც ქართველ და იტალიელ ხალხს აერთიანებს, საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებულად დინამიკურ ურთიერთობებს. სამომავლოდ ასეთივე ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორისაც.

ამასთან დაკავშირებით, მსურს იმედი გამოვთქვა, რომ გაერთიანებული ძალისხმევითა და სოლიდარობით საერთაშორისო საზოგადოება შეძლებს შექმნილი სამედიცინო საგანგებო მდგომარეობის დაძლევასა და მისგან გამომდინარე გამოწვევებთან გამკლავებას, როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ დონეზე.

ქალბატონო პრეზიდენტო, მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და თქვენ პირადად და მეგობარ ქართველ ხალხს წინსვლას და კეთილდღეობას გისურვებთ“, - აღნიშნულია იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics