|
2015-08-24 11:36:22, 463 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში დღეს საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება
პრეზიდენტის სასახლეში დღეს საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეს საქართველოს კონსტიტუციის 20 წლისთავი აღინიშნება. „მნიშვნელოვანი დღეა, მოქმედ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის უმთვრესი სამართლებრივი ჩარჩო კანონია 20 წელი შეუსრულდა“, - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა. დავით პატარაიას განცხადებით, ღონისძიებას დაესწრებიან სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საზეიმო მიღებაზე მოწვეულნი არიან მეორე მოწვევის პარლამენტის წევრები, რომელთა სახელსაც უკავშირდება, 20 წლის წინ, დღეს მოქმედი კონსტიტუციის მიღება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)