|
2020-05-26 09:51:22, 1574 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ ჩეხეთის ელჩთან საქართველოში ტურიზმისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში პეტერ მიკისკას შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე. ნათია თურნავამ ჩეხეთის ელჩს გააცნო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ტურიზმის ინფრასტრუქტურაში ჯანმრთელობისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციების გაიდლაინების იმპლემენტაციისკენ, რამაც ქვეყანას ტურისტების უსაფრთხო მომსახურების შესაძლებლობა უნდა მისცეს. მინისტრის თქმით, საქართველო პირველი ივლისიდან გეგმავს საერთაშორისო მოგზაურებს უმასპინძლოს, მანამდე კი აქტიურად მიმდინარეობს მზადება საიმისოდ, რომ ტურიზმის მომსახურების ყველა ეტაპზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები. ჩეხეთის ელჩმა პეტერ მიკისკამ დადებითად შეაფასა ის ქმედებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გადადგა, რითაც საქართველოს გამოცდილება ბევრი ქვეყნისთვის გახდა სანიმუშო. შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნისა და სამოგზაურო პროტოკოლების ამოქმედების მნიშვნელობის შესახებ, რომლებიც ორივე ქვეყნის ვიზიტორებს უსაფრთხო მოგზაურობის შესაძლებლობას მისცემს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)