10:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-23 17:28:45, 781 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ში იაობინს შეხვდა. მოლაპარაკებების დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა  ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები იყო.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩინეთის მთავრობა უწევს საქართველოს როგორც ტექნიკური დახმარების, ისე გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროსთან ჩვენი ქვეყნის საბაჟო ინფრასტრუქტურის აღჭურვის მიმართულებით",-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

მხარეებმა ასევე იმედი გამოთქვეს, რომ გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია ქართველ და ჩინურ კომპანიებს შორის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics