|
2020-05-24 10:56:39, 15281 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 2 ახალი პაციენტიდან ერთი ინფიცირებულთან კონტაქტია, მეორე კი საკარანტინე სივრციდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 2 ახალი პაციენტიდან ერთი ინფიცირებულთან კონტაქტია, მეორე კი საკარანტინე სივრციდანაა. მისი თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 35 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან სამის მდგომარეობა ისევ მძიმეა. „ორი ახალი ინფიცირებულიდან, ერთი დადასტურებულ პირთან კონტაქტია, მეორე კი საკარანტინე სივრციდანაა. ჩვენთან კვლავ 35 პაციენტი რჩება. გუშინ ერთი გამოჯანმრთელებული გაეწერა, მაგრამ ერთი ახალი პაციენტი მივიღეთ, რომელიც სოფელ მუშევანიდანაა. ის ასაკოვანი პაციენტია, მაგრამ ჩივილები არ აქვს და ტემპერატურაც ნორმალური აქვს. კვლავ სამი მძიმე პაციენტი გვრჩება. კლინიკურად მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ რადიოლოგიური მონაცემებით ჯერ არ გვაქვს გაუმჯობესება, განსაკუთრებით კი ერთ პაციენტთან, რომელიც იყო კრიტიკული და მაღალი ასაკის პაციენტი. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით პროგნოზზე ვერ ვილაპარაკებთ. ძირითადად გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები. მათგან 70%-ს პნევმონია აქვს. ამ ეტაპზე ჩვენთან მხოლოდ 2 მოზარდია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)