|
2020-05-22 14:20:33, 1402 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია მოუწოდებს მთავრობას მოხსნან დაწესებული ჯარიმები და აამუშაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გონივრული შეზღუდვებით
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მთავრობას მოუწოდებს მოხსნან დაწესებული ჯარიმები და აამუშაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გონივრული შეზღუდვებით. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება ვერ მოხდება. „გუშინ ივანიშვილის გუნდის ფენომენალური პოლიტიკური სიბრიყვის ტოლფასი ახსნები მოვისმინეთ მანქანებზე. ხუნდაძის მიერ ამ პარლამენტის და ამ სამთავრობო გუნდისთვისაც კი გამორჩეულად საოცარი სისულელეები იყო იქ ნათქვამი, რატომ იყო შეზღუდვა. დღეს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და ბატონმა ვოლსკიმ აღიარეს, რომ პოლიტიკური ფრონტი გაგვიხსნეს და „ევროპული საქართველო“ დაწინაურდაო და ამ წნეხის ქვეშ ეს აბსურდული შეზღუდვა მოხსნე და დატოვეს ტაქსებზე კიდევ რაღაც შეზღუდვები. მაგრამ ჯარიმები და ის ზარალი, რაც ელის წინ ჩვენს მოქალაქეებს თუ არ მოხსნიან ამ ჯარიმებს. მეორე საკითხი, ეკონომიკის გახსნა და მოქალაქეების ქალაქებში ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება ვერ მოხდება სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, სანამ ტაქსებზე ისევ შეზღუდვებია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაუხსნიათ. ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს, გაჭირვებულს თუ საშუალო კლასს არ შეეძლება საკუთარ ოჯახებზე ზრუნვა და ნორმალური მუშაობა, რათა შიმშილის ზღვარზე არ დადგნენ. ამიტომ, სწრაფად დაიწყონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა გონივრული შეზღუდვებით, იქნება ეს პირბადე თუ შეზღუდული რაოდენობა. ამის გარეშე ვერ მოხდება დაბრუნება ნორმალური ცხოვრებისკენ და ვერ მოხდება იმ ზიანის ამოქაჩვა, რაც ოჯახებმა მიიღეს. მათი მდგომარეობა უფრო დამძიმდება. უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა მათი მანქანით გადაადგილდებოდეს. მოხსნან ჯარიმები და გახსნან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გონივრული შეზღუდვებით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)