|
2020-05-21 15:42:53, 1275 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გამორიცხულია, რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იქნება პოლიტპატიმრებზე
გამორიცხულია, რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იქნება პოლიტპატიმრებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ დასავლელი პოლიტიკოსები ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. „ბუნებრივია, ეს არის სრული აბსურდი, საქართველოში ვინ არის პოლიტპატიმარი და ვინ არ არის. აქედან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ საერთაშორისო დონეზე მიღებული იქნება ისე, როგორც ეს შეესაბამება ქართულ სინამდვილეს და სინამდვილე არის ის, რომ საქართველოში არავითარი პოლიტპატიმრები არ არსებობენ. აქედან გამომდინარე, გამორიცხულია რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტმა მიიღოს რაიმე ასეთი გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იქნება პოლიტპატიმრებზე. კიდევ ერთი გოიმური განცხადებაა ოპოზიციის მხრიდან. კინზინგერის ჩამოსვლას ჩვენ მივესალმებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ კინზინგერი, დეპუტატები კონგრესიდან, ასევე ევროპარლამენტარები და ზოგადად, პოლიტიკოსები დასავლეთიდან ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი საპარლამენტო არჩევნების დროს. ჩვენ ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა - კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
ტრამპმა განაცხადა, რომ მან ჰამასთან მიაღწია შეთანხმებას ღაზაში სრული განიარაღების შესახებ
უკრაინამ Wildberry-ის კიდევ ორ საწყობსა და ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)