13:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 13:28:45, 1170 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ბახვი ჰესი საქართველოში ამერიკული ინვესტიციით აშენდება

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულ კომპანიას, ამერიკელ ინვესტორებს აქვთ სურვილი, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, გააფართოვონ ინვესტიციები საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან არსებული საინვესტიციო გარემო არის ძალიან მიმზიდველი სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებისთვის, მათ შორის, ამერიკელებისთვისაც," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, დღეს მთავრობის სხდომაზე  ამერიკული ინვესტიციით გურიაში, ბახვი ჰესის მცირე ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი განიხილეს და მოიწონეს.

მინისტრის განცხადებით, ბახვი ჰესი, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აშენდება, 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის იქნება. მისი თქმით, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჰესის ამოქმედების შედეგად, ქვეყნის ენერგოსისტემა ადგილობრივი წარმოების ელექტროენერგიას მიიღებს და სულ მცირე 20 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება, არამედ იმითაც, რომ პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება.

„პროექტის ინიციატორია აშშ - ის ერთერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის" აფილირებული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერი", რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ახორციელებს პროექტებს. ეს იქნება ამერიკული კომპანიის მეხუთე პროექტი ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში პროექტი შესწავლის ეტაპიდან მშენებლობის ეტაპზე გადავიდეს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

პროექტის თანახმად, ბახვი ჰესის წლიური გამომუშავება 50 მგვტ/სთ იქნება, სავარაუდო ინვესტიცია კი - 16 მლნ აშშ დოლარი. ამჟამად პროექტი კვლევის ეტაპზეა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics