|
2020-05-16 21:19:20, 2156 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა FBI-ს ნებისმიერი კომპიუტერის ბრაუზერის ისტორიასთან წვდომის საშუალება ორდერის გარეშე მისცა
აშშ-ის სენატმა FBI-ს უფლება მისცა ქვეყანაში არსებული ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობის ბრაუზერის ისტორია სპეციალური ნებართვის და ოქმის გარეშე დაათვალიეროს. კანონი USA PATRIOT Act, რომელიც FBI-ს ინტერნეტ მომხმარებლების ბრაუზერების ისტორიაზე წვდომის უფლებას, სპეციალური ოქმის არსებობის შემთხვევაში აძლევდა , აშშ-ში 2001 წელს 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ იქნა მიღებული. მაშინ ამ გადაწყვეტილებამ შტატებში ვნებათაღელვის ტალღა გამოიწვია, რაც ლოგიკური იყო, რადგან ახალი კანონი ქვეყნის კონსტიტუციის მეოთხე შესწორებას არღვევდა, რომელიც სასამართლოს მიერ გამოწერილი ოქმის გარეშე ჩხრეკას კრძალავს. ახალ კანონს იურიდიული დაწესებულება Fight For The Future გამოეხმაურა, რომელიც აშშ-ის მოქალაქეების ციფრულ უფლებებზე ზრუნავს. განცხადებაში ვკითხულობთ : "PATRIOT Act მთლიანად გასაუქმებელი, დასაწვავი და დასასამარებელია. ეს გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კანონია. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მასში გაწერილი მასიური მიყურადების პროგრამებმა ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაარჩინეს".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)