|
2020-05-15 12:20:57, 1205 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - ივანიშვილისთვის არსებული სისტემის შენარჩუნება მომგებიანია, სწორედ ამიტომ განაცხადა უარი 8 მარტის შეთანხმების განხორციელებაზე
„არსებული სისტემის შენარჩუნება არის მისთვის უკეთესი და მომგებიანი და სწორედ ამიტომ განაცხადა უარი 8 მარტის შეთანხმების განხორციელებაზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია გააგრძელებს ზეწოლას იმისთვის, რომ ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება შეასრულოს. „იმ ეკონომიკური კრიზისის ფონზე და იმ ფონზე, როდესაც სრულიად მიტოვებულები არიან ჩვენი მოქალაქეები ხელისუფლებისგან, ძალიან შეეშინდა ბიძინა ივანიშვილს შემდეგი საპარლამენტო არჩევნების. ამიტომ მას რეალურად სურს მორიგ ჯერზე ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილება. ფიქრობს, რომ არსებული სისტემის შენარჩუნება არის მისთვის უკეთესი და მომგებიანი და სწორედ ამიტომ განაცხადა უარი 8 მარტის შეთანხმების განხორციელებაზე. ჩვენ ამ ეტაპზე ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შედგეს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)