|
2015-08-19 18:23:45, 734 ნახვა
ეკონომიკა
თურქეთში დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოდან რეისების ან ჯავშნების გაუქმების შემთხვევები არ დაფიქსირებულა
თურქეთში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად, საქართველოდან თურქეთის კურორტებზე დასვენების მსურველების რაოდენობა არ შემცირებულა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ტურისტულ კომპანიებში განუცხადეს, თურქეთის მიმართულება წელსაც აქტუალურია და რეისების ან ჯავშნების გაუქმების შემთხვევები არ ყოფილა. ამასთან, როგორც ტურისტულ სააგენტოებში აცხადებენ, თურქეთის მიმართულებაზე არანაირი შეზღუდვა არ ვრცელდება. „საკურორტო ადგილებში დაძაბულობა არ არის და არანაირი შემცირება და შეზღუდვა არ ვრცელდება. ადგილები არაა არც თვითმფრინავის რეისებზე და არც სასტუმროებში“, - განაცხადეს „ანტალია სერვისში“. „უახლოეს რეისებზე ადგილები აღარაა და საკმაოდ კარგად იყიდება თურქეთის მიმართულება წელსაც. არეულობასთან დაკავშირებით თავიდან იყო პრობლემები, მაგრამ როგორც გაირკვა ტურისტულ ზონასთან არანაირი პრობლემა არაა. საელჩოშიც დავრეკეთ და ეს შემთხვევები ტურისტული ზონიდან საკმაოდ დაშორებით ხდება და და არ უქმნის ხოლმე დისკომფორტს ტურისტებს“, - განაცხადეს „გუდ თრეველში“. თურქეთის კურორტებზე მაღალ მოთხოვნაზე საუბრობენ „გოლდ თრეველშიც“. ცნობისთვის, დღეს თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთ პროვინცია სიირთში აფეთქებას 8 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქეთში ვითარება 20 ივლისის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ისლამურმა სახელმწიფომ მის საზღვრებზე ტერაქტი მოაწყო. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაძაბულობას 60–მდე პოლიციელი და სამხედრო შეეწირა. ქვეყანაში არასტაბილური ვითარების გამო კი, თურქულ კურორტებზე განთავსებულმა სასტუმროებმა წინასწარი რეზერვაციის პროცედურა გააუქმეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)