|
2020-05-12 11:38:38, 1276 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის გამოცდილება რეფორმებში და მისი კავშირები ინვესტორებთან გახდა მიზეზი, რამაც მისი მთავარ რეფორმატორად დანიშვნა განაპირობა. „მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია. მეორე მხრივ კი მას აქვს ძლიერი კავშირები ინვესტორებთან. ჩვენ განვიხილეთ საპენსიო რეფორმა და უკვე დროა, ის უკრაინაში განვახორციელოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)