|
2015-08-19 15:04:56, 633 ნახვა
საზოგადოება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში შიდა ქართლიც ჩაერთვება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში შიდა ქართლიც ჩაერთვება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პროექტის მიმდინარეობაზე დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამაში დარეგისტრირებულია 9773 ბენეფიციარი. მათგან მკურნალობაში ჩართულია 3045 პაციენტი. „ჯანდაცვის სამინისტრო გორის ჰოსპიტალს ფიბროსკანს დროებით მმართველობაში გადასცემს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს რეგიონის მცხოვრებლებს საჭირო კვლევები ადგილზე ჩაუტარონ. სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი უკვე რამდენიმე დღეა გორის ჰოსპიტალში მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს. იმისთვის, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი გაიცეს საჭიროა უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული. ადგილზე დამონტაჟდება ვიდეო კამერებიც. პროგრამის ამოქმედებიდან არსებობდა ორი მთავარი რისკი - არ მომხდარიყო პაციენტების ჩართვა რაიმე სხვა კრიტერიუმით და მედიკამენტის არამიზნობრივი გამოყენება. არცერთი მსგავსი შემთხვევა დღემდე არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, ეს მონაცემი იმის გარანტიას იძლევა, რომ შემოდგომაზეპროგრამა გაფართოვდება და მის ფარგლებში წელიწადში 20 ათასი პაციენტის მკურნალობა იქნება შესაძლებელი. „რაც შეეხება С ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობას, მიმდინარე კვლევის პირველადი მონაცემების მიხედვით, საქართველო ავადობის მაღალი მაჩვენებლით კვლავ მსოფლიოს პირველ სამეულში რჩება. საბოლოო მონაცემები კი სექტემბრის ბოლოს იქნება ცნობილი. შეიძლება ასე ითქვას, მართლაც სულზე მოგვისწრო ამ პროექტმა, რომ ჩვენს მოქალაქეებს დავეხმაროთ“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)