|
2015-08-19 11:09:10, 990 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი: ივლისში საარსებო მინიმუმი შემცირდა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საარსებო მინიმუმის ივლისის თვის მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, საარსებო მინიმუმის მოცულობა შემცირდა და საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 261 ლარი შეადგინა. შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი კი ივლისში 155 ლარი იყო. როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, ამ მაჩვენებლის შემცირება ადგილობრივ პროდუქტზე ფასების კლებამ გამოიწვია. საქსტატის მიერ ივლისში დადგენილი საარსებო მინიმუმი სხვადასხვა ტიპის ოჯახებისთვის შემდეგია: შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 155 ლარი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 137 ლარი საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი - 261 ლარი ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 220 ლარი სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 248 ლარი ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 275 ლარი ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 310 ლარი ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 366 ლარი ცნობისთვის, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)