|
2020-05-07 18:06:54, 1941 ნახვა
ეკონომიკა
ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული ონლაინპრეზენტაციები იმართება
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკური სექტორის - ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, პრაქტიკული ონლაინპრეზენტაციები, ე.წ. ვებინარები მიმდინარეობს. ინტერაქციული სერიების ძირითადი საკითხები პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობების ოპერირების ახალი სტანდარტების შესახებ ინფორმაციას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიმართულებებსა და რეკომენდაციებს მოიცავს. მიმდინარე თვეში მსგავსი პრეზენტაციები კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის გაიმართება. პროექტში თბილისის მერიასთან ერთად, ჩართულია „საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია“ და სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლებმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ადგილობრივი ბაზრისთვის სპეციალური მიმართულებები შეიმუშავეს. ვებინარზე „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციისა“ და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კვების ობიექტების ოპერირების განახლებისთვის საჭირო კონკრეტულ სტანდარტებზე ისაუბრებენ. აღსანიშნავია, რომ Hotel Collection International-თან თანამშრომლობით, განთავსების ობიექტებისთვის მსგავსი ინტერაქციული პრეზენტაცია უკვე გაიმართა და დაინტერესებული პირებისთვის ოპერირების შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა. ინფორმაცია და ვებინარზე დასასწრები ბმულები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის გვერდზეა განთავსებული. ინტერაქციულ პრეზენტაციაში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)