|
2020-05-07 17:26:19, 2019 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - უახლოეს დღეებში წარვადგენთ გიდების დახმარების პროგრამას, რადგან ამ სეგმენტს დიდი კონტრიბუცია შეაქვს ტურისტულ ინდუსტრიაში
„ქვეყანაში გვყავს გიდების ძალიან დიდი ჯგუფი, ისინი საკმაოდ განათლებული ადამიანები არიან და დიდი კონტრიბუცია შეაქვთ ტურისტულ ინდუსტრიაში. სამწუხაროდ, ამ სფეროში ჯერ კიდევ დასარეგულირებელია ხარისხის სტანდარტები, თუმცა, ამავე სფეროში არსებობენ საკმაოდ კარგად ორგანიზებული, გიდების პროფესიული ასოციაციები და ჩვენ დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა, რადგან ვამზადებდით ანტიკრიზისულ გეგმას" - ამის შესახებ ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, არის მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც ამიერიდან უნდა დაიწყოს მუშაობა, რადგან გაცილებით მარტივია გადაწყვეტილების მიღება იგივე სასტუმრო ინდუსტრიაზე, ან ტურისტულ კომპანიებზე, რომელიც მეტად ინსტიტუციონალიზებული, ლეგალიზებული, კარგად აღრიცხული სფეროა, გადასახადის გადამხდელია და მთავრობამ იცის, რომ შეღავათი კონკრეტულ გადასახადთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. „რაც შეეხება გიდებს, ჩამოვყალიბდით, რომ ვიმუშავებთ რამდენიმე მიმართულებით და ეს არ იქნება მხოლოდ გადამზადება - ერთ-ერთი მთავარი იქნება ხარისხის სერტიფიცირება, რაც, ალბათ, იქნება ნებაყოფლობითი და თავად ასოციაციები გახდებიან ჩვენი თანამოაზრეები ამ საკითხში - ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვინ არის და რომელ ჯგუფს უნდა მივანიჭოთ გარკვეული პრეფერენციები და დახმარებები, ასევე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გიდებს მიეცემათ უფასოდ შესვლის უფლება მუზეუმებში, ნაკრძალებში, დაცულ ტერიტორიებში, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. ასევე იმ პერიოდში, ვიდრე არ აღდგება ტურისტული აქტივობა ძველი მასშტაბით და ჯერ კიდევ იქნება გიდების დასაქმების პრობლემა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათთვის ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა შევქმნათ და შევთანხმდით მათთან, რომ ამისთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება. გიდებს ასევე აქტიურად ჩავრთავთ მიკროგრანტების პროგრამაში, იგივე „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, რომ მათ შეძლონ თავის საქმიანობასთან ახლოს მყოფი პროექტები წარადგინონ. ერთ-ერთი კომპონენტი ასევე იქნება გადამზადება" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, კონკრეტულად გიდებზე მორგებული პროგრამის დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი, რადგან აღნიშნული სეგმენტი დღემდე ნაკლებად შესწავლილი, ნაკლებად აღრიცხულია და დამატებითი დროა საჭირო მათთან სამუშაოდ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)