|
2020-05-07 15:54:59, 1845 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე სასტუმროებს სესხის 80%-ს დავუსუბსიდირებთ
ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი მთლიანად გამიზნული და აგებულია ტურიზმის ინდუსტრიის საჭიროებებზე, მონახულია კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ სექტორში მოქმედი კომპანიების ქვედარგებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, 2020 წლის ბოლომდე ქონების გადასახადისგან სრული გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და კომპანიებს გამოუთავისუფლებს საბრუნავ საშუალებებს, რომ შეინარჩუნონ დასაქმებულები და გადაიხადონ ხელფასები, ასევე დაფარონ სხვადასხვა მიმდინარე ხარჯები და მოემზადონ ამოქმედებისთვის. ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, გეგმის თანახმად, საშემოსავლო გადასახადი, რომელიც 1-ელ ნოემბრამდე იყო გადავადებული, წლის ბოლომდე გადავადდება. „რაც შეეხება კონკრეტულ ქვედარგს, განთავსების ობიექტებს - უპრეცედნტო პროგრამას ვიწყებთ, რომლითაც ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო და ეს არის უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად 95%-ზე მეტი სასტუმრო ინდუსტრიის ობიექტი, მოვახდენთ მათი საბანკო სესხის 80%-ის სუბსიდირებას სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა გაგრძელდება ექვსი თვე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის განმარტებით, მთავრობა სექტორს დაეხმარება და დაუსუბსიდირებs ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, რაც სულ მალე გახდება აქტუალური და ასევე დაეხმარება ჩ ტურისტულ ობიექტებს, რომ საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯი გაიტანონ მსოფლიო ბაზარზე. „როგორც უკვე ითქვა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, დავეხმარებით სექტორს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში, რაშიც ერთი ნაბიჯით ვუსწრებთ ბევრ სხვა ქვეყანას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)