|
2020-05-07 15:50:37, 1725 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულმა შეღავათმა შესაძლებლობა მისცა ათასობით კომპანიას, მათ შორის ტურისტულ კომპანიებს, დასაქმებულები შეენარჩუნებინათ
ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მატ შორის ტურიზმის სექტორში ოფიციალურად დასაქმებული და თვითდასაქმებული ადამიანების დასახმარებლად. მისი თქმით, მთავრობის ანტრიკრიზისული გეგმა მთლიანად გამსჭვალული იყო ადამიანებზე ზრუნვით, რაც, მათ შორის ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებულებისთვისაც გამოიხატა იმაში, რომ დაქირავებით დასაქმებულ პირებს, რომლებმაც, მიუხედავად მთავრობის ყველა მცდელობისა და დახმარებისა, დაკარგეს სამუშაო ადგილი, მიეცათ 1200 ლარიანი პაკეტი 6 თვის განმავლობაში, თვეში ორასი ლარის ოდენობით. „ეს არის ნაბიჯები, რომ დავეხმაროთ მათ ამ რთული პერიოდის გადატანაში. ასევე მნიშვნელოვანია თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადად სამასი ლარის დახმარება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რადგან ამ სექტორში ოფიციალურად დასაქმებულებთან ერთად თვითდასაქმებული ადამიანების დიდი წილია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ცალკე აღნიშვნას საჭიროებს ის შეღავათი, რაც იყო ნაკარნახევი ინდუსტრიის დამსაქმებლებზე ზრუნვით - ეს იყო საშემოსავლო გადასახადში შეღავათი, რომელიც ვრცელდება თითოეულ შენარჩუნებულ დასაქმებულზე, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, ხოლო 750 ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანები სრულად გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან. „ამ შეღავათმა შესაძლებლობა მისცა ათასობით კომპანიას, მათ შორის ტურისტულ სექტორში მოქმედ კომპანიებს, შეენარჩუნებინათ დასაქმებულები, რაც ტურიზმის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული დასაქმებული ადამიანი ტურისტულ სექტორში, სასტუმროებში, ტურისტულ კომპანიებში - ეს არის დიდი ტრეინინგების, იმ საკმაოდ დიდი რესურსის შედეგი, რომელსაც ტურიზმის ინდუსტრია ხარჯავდა ამ ადამიანების მომზადებაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)