|
2020-05-06 17:46:26, 1880 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის დირექტორი - განახლებული პროგნოზით, მოსალოდნელია ეკონომიკის 4%-იანი შემცირება
ეროვნული ბანკის დირექტორმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ განახლებული პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკის 4%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი. მისი თქმით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა უფრო ხანგრძლივად დარჩება, ვიდრე ეს ადრე იყო ნავარაუდები. თუმცა წლის მეორე ნახევარაში ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს 2021 წლის დასაწყისში დაუახლოვდება. „კოვიდ19-ის გლობალურმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და ამან თავისი გავლენა საქართველოზეც მოახდინა. 2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაიწყო. წლიურმა ინფლაციამ იანვარსა და თებერვალში 6.4% შეადგინა. თუმცა შემდგომ კოვიდ19-ის გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელებზეც იმოქმედა. ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუარესება და ვირუსის გავრცელების შეკავების ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურეობის წარმოების ხარჯების ზრდამ განაპირობა, შედეგად მარტში წლიური ინფლაცია მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდა, ხოლო აპრილში კი 6.9% შეადგინა. ამავე დროს, საგარეო და შიდა მოთხოვნის მოსალოდნელი მკვეთრი კლება წლის განმავლობაში ინფლაციის შემცირებას განაპირობებს. არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა უფრო ხანგრძლივად დარჩება, ვიდრე ეს ადრე იყო ნავარაუდები. თუმცა წლის მეორე ნახევარში ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს 2021 წლის დასაწყისში დაუახლოვდება. როგორც აღვნიშნე ინფლაციის გრძელვადიანი დინამიკის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ერთობლივი მოთხოვნა იქნება. განახლებული პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკის 4%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი, რასაც როგორც ექსპორტისა და ტურისტული შემოსავლების კლება, ასევე შიდა მოთხოვნის შემცირება განაპირობებს“, - განაცხადა გვენეტაძემ. ეროვნული ბანკის დირექტორის თქმით, მოსალოდნელი შემცირება უკვე გამოჩნდა ბოლო მონაცემებში. „მოსალოდნელი შემცირება უკვე გამოჩნდა ბოლო მონაცემებში. მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად 22%-ით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 70%-ით შემცირდა. 9%-იანი კლება დაფიქსირდა ფულად გზავნილებშიც, ამასთანავე 13%-ით შემცირებულია იმპორტი, რაც შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს“, - აღნიშნავს კობა გვენეტაძე.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)