|
2020-05-01 12:20:45, 1692 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მეწარმეებთან შეხვედრაზე ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ შეღავათებზე ისაუბრა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა და მომსახურების დეპარტმენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. მხარეებმა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ ისაუბრეს და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები განიხილეს. შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართევლოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა და შემდგომ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით არის გადადგმული. მისი თქმით, ამ კრიზისულ და პანდემიასთან ბრძოლის პირობებში მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს მიზნობრივი სოციალური დახმარება, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გადახდის სუბსიდირების კუთხით, მეწარმეებს მივცეთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. ,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რათა კრიზისის პირობებში, ჩვენმა მოქალაქეებმა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და შემოსავალი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერა კი ქვეყნის განვითარების განმსაზღვრელი კომპონენტია“, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ. მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ, შეხვედრის მონაწილეებს, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)