22:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 16:04:54, 1268 ნახვა

კომენტარი
აშშ-ს საელჩო საქართველოში - საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წევრს მადლობას ვუხდით მათი თავდადებისა და სამსახურისთვის

„დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წევრს და დიდ მადლობას ვუხდით მათ თავდადებისა და სამსახურისთვის“, - ამის შესახებ აშშ-ს საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში წერს.

მათი თქმით, დღეს აღნიშნავენ თანამშრომლობისა და მეგობრობის იმ განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ჩამოყალიბდა.

„თავდაცვის ძალების დღეს, გვსურს, აღვნიშნოთ თანამშრომლობისა და მეგობრობის ის განსაკუთრებული კავშირი, რომელიც შეერთებული შტატებისა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ჩამოყალიბდა. ერთობლივი წვრთნების, მუშაობისა და მსახურობისას საქართველოსა და საერთაშორისო მისიებში, როგორიცაა ავღანეთი, ჩვენი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურე კაცებმა და ქალებმა კიდევ უფრო გაამყარეს ის მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას აკავშირებს.

დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წევრს და დიდ მადლობას ვუხდით მათ თავდადებისა და სამსახურისთვის“, - წერს აშშ-ს საელჩო საქართველოში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics